საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6069

ფაქტი 6069

1917 წლის 31 მარტს ქალთა სწორუფლებიანობის ლიგამ ვერა ფიგნერის წინამძღოლობით ქ. პეტროგრადში (სანქტ-პეტერბურგი) მოაწყო ქალთა გრანდიოზული მანიფესტაცია ქალაქის საბჭოდან სახელმწიფო სათათბირომდე შემდეგი ლოზუნგებით: „არჩევანთა უფლება ქალებს“, „ომი ბოლომდის“, „საარჩევნო უფლება ქალთა უმონაწილეოთ არ არის საყოველთაო“ და სხვ. მანიფესტაციაზე სიტყვით გამოვიდა ქალთა სწორუფლებიანობის ლიგის თავმჯდომარე შიშკინა-იავეინი, რომელმაც მოითხოვა გამოქვეყნება ოფიციალური განცხადებისა, რომ ქალებს მიენიჭებოდათ არჩევანთა უფლება დამფუძნებელ კრებაზე. ასევე მუშათა კავშირის და ჯარისკაცთა დეპუტატების სახელით თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ სიტყვით მიმართა ქალებს, რომ იბრძოლებდა ქალთა სწორუფლებიანობისთვის. სიტყვით გამოვიდა როძიანკო, რომელმაც გამოხატა მხარდაჭერა ქალთა სწორუფლებიანობის მოთხოვნის მიმართ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6069; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .