1920 წლის 24 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 14 ივლისს გაიმართა ნავთლუღის მუშა-მოსამსახურების კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა ილ. კალანდაძე. მომხსენებლად მოწვეული იყო ნოე რამიშვილი. კრებაზე წაიკითხეს მოხსენებები საქართველოს და საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და საქართველოში ბოლშევიკების მუშაობის შესახებ.

წყარო: ერთობა, 1920 | 24 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა