1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 გამოქვეყნდა ექიმ გიორგი ივანეს ძე ბადრიძის პუბლიკაცია „საიდუმლო მტერნი, დედაკაცი თავისუფალი მოქალაქე“, რომელიც ეხება ქალის თანასწორი არჩევნების უფლებას, სწორუფლებიანობას, მის იმჟამინდელ მონურ, უსამართლო და უუფლებო მდგომარეობასა და ქალთა ემანსიპაციას.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 11 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა