საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6111

ფაქტი 6111

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ანა კალმანოვიჩის სტატია „თავისუფალი ქალის მიზანი რუსეთში“, სადაც ის საუბრობს ეკ. ბრეშკო-ბრეშკოვსკაიას ქალებისადმი მიმართვაზე გაზეთში „ძელო ნაროდა“ N21. მიმართვაში ის საუბრობდა ქალთა მოძრაობის მიზანსზე და იმ ბოროტებაზე, რომელიც აფერხებდა ევროპაში ამ მოძრაობას – „თეთრი მონებით“ ვაჭრობზე, მის უსამართლობასა და ბარბაროსობაზე. სწორედ ამიტომ ინგლისელი სუფრაჟისტი ქალები დაუღალავად იბრძოდნენ პოლიტიკური უფლებების მოსაპოვებლად, რათა ქალებს თავი დაეხსნათ ამ მონობიდან. ამისათვის კი საჭირო იყო ქალთა ხმის უფლება საზოგადო და სახელმწიფო საქმეებში, რის მეშვეობითაც საზოგადოებრივი ცხოვრება შეიცვლებოდა და მოისპობოდა უთანასწორობა. ის ახსენებს კრისტაბელ პანკჰერსტს, როგორც ქალების თავისუფლებისა და სწორუფლებიანობისთვის ყველაზე მედგარ მებრძოლს, რომელმაც ქალის მდგომარეობა აღწერა თავის ბროშურაში „საზარელი მტარვალობა“ და ნინო ბოილს, რომელმაც ეს საკითხი გამოიკვლია ბროშურაში „ქალებით ვაჭრობა“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6111; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .