საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6118

ფაქტი 6118

1917 წლის 30 აპრილს დ. ხაშურში ჩატარდა ქალთა წრე „მანდილოსანის“ კრება, სადაც სიტყვით მიესალმა ქ. ყიფშიძე და ითხოვა აერჩიათ კრების თავმჯდომარე. თავმჯდომარედ აირჩიეს ქალ. ფ. ბახტაძე, მდივნად ქ. თავაძე. თავმჯდომარემ წაიკითხა ქალთა წრის წესდება, რომელიც მიიღეს შეუსწორებლად, ქ. ჩიქოვანმა კრებას წარუდგინა წარსული წლის ანგარიში. კრებამ აირჩია გამგეობის ახალი წევრები: ქ. ქ. ძნელაძისა, მანჯავიძისა, მარიამიძისა, კარბელაშვილისა, ბასიევა, ფრანჩუკისა, კლდიაშვილისა, კვალიევისა, ახალკაცი, ხოზბეროვისა, ყაჭეიშვილისა. მათ კანდიდატებად: ქ. ჩიქოვანი, ყიფშიძე, თავაძე, ბახტაძე, ჯიბლაძე. სარევიზიო კომისიაში: ქ. ქ. ჭუმბურიძისა, იოსელიანი, გვერწითელისა. მათ კანდიდატად ქ. მაჭავარიანი. კრებაზე გამოჩნდნენ მამაკაცები და მოითხოვდნენ დაშვებს, ქალებმა კენჭი უყარეს საკითხს და ერთხმად გადაწყვიტეს არ დაშვება. მამაკაცებმა დატოვეს დარბაზი გარდა ერთისა, ბ. მარიამიძე მოითხოვდა დაეშვათ როგორც კორესპონდენტი. მან კრებაზე შეიტანა პოლიტიკური განხეთქილება თავისი ცოლის მეშვეობით. ერთმა ქალმა ყველას მოუწოდა გონიერებისკენ და დაპირდა, რომ რეცენზია გაეგზავნებოდა უპარტიო გაზეთს, „ხმა ქართველი ქალისა“. ამის შემდეგ კრებამ განაახლა მუშაობა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6118; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .