1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N8 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გაზეთ „რ. ს.“-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ იურიდიული თათბირის განსახილველად ახალ მთავრობასთან წარდგენილია დამფუძნებელი კრების არჩევნების შესახებ პროექტი, რომლის ძირითადი დებულება მოითხოვს დამფუძნებელი კრების წევრები არჩეული იქნენ საყოველთაო, პირდაპირი, ფარული და თანასწორი ხმით განურჩევლად სქესთა პროპორციული არჩევნების სისტემით. არჩევნებში მონაწილეობით სარგებლობს რუსეთის ყველა მოქალაქე ქალ-ვაჟი 20 წლის ზემოთ. არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ადმინისტრაციული მთავრობის წარმომადგენლები, მათი თანაშემწეები, მილიციაში მოსამსახურენი, სულიერად ავადმყოფები, ყრუ-მუნჯები და სასამართლოს მიერ ღირსებააყრილები.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 1 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი