1917 წლის 15 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N10 ქუთაისის ქალთა საერთო კლუბის წევრთა საყურადღებოდ წერდა, რომ მომავალი კვირიდან ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის ბიურო თბილისის ქუჩაზე, ქურთოვის შენობაში განთავსდებოდა, სადაც გაიმართებოდა კლუბის წევრთა ყოველკვირეული საზოგადო კრება საღ. 7 საათზე. კვირას, 18 ივნისს, გაზეთის რედაქტორი კატო მიქელაძე წაიკითხავდა ლექციას „რა უნდა მისცეს დამფუძნებელმა კრებამ ქალებს“. კვირიდან ბიურო იქნებოდა ღია ყოველდღე, დილის 10 საათიდან 3 საათამდე და 5 საათიდან საღამოს 8 საათამდე.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917| 15 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი:
ენა:
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა