საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6295

ფაქტი 6295

1917 წლის 3 მარტს პეტროგრადის ჟურნალისტთა კომიტეტმა გამოაქვეყნა ახალი მინისტრების სია და ახალი მთავრობის პროგრამა, რომლის მე-3 პარაგრაფი იწყებოდა ფრაზით: „გაუქმება ყველა წოდებრივი, ეროვნული და სარწმუნოებრივი შეზღუდვისა“, მეოთხე პარაგრაფი: „დაუყოვნებლივ მომზადება დამფუძნებელი კრების მოწვევისათვის საყოველთაო, თანასწორი პირდაპირი და ფარული კენჭისყრით დამფუძნებელი კრებისა, რომელიც დააარსებს კონსტიტუციის ფორმას ქვეყნის-მართვა გამგეობაში“, მეექვსე პარაგრაფი: „არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით“. სამივე ამ პარაგრაფში ნახსენები არაა ქალთა უფლება, არც ქალთა უფლების შეზღუდვა და არც მათი ხმის უფლება დამფუძნებელ კრებისათვის და თვითმმართველობისათვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6295; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .