საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6360

ფაქტი 6360

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „საერთო ინტერესი, თუ სქესური ეგოიზმი ეწინააღმდეგება ქალთა ორგანიზაციებს“, სადაც საუბრობს ადამიანისა და მოქალაქის უფლებებზე, იხსენებს მე-18 საუკუნის ფრანგ ფილოსოფოსებს, მონტესკიესა და ვოლტერს, რომლებიც ებრძოდნენ უსამართლობას და თავისუფლების შეზღუდვას, თუმცა ავტორის აზრით, ყველას ავიწყდებოდა, რომ ქალიც ადამიანია და მასაც აქვს უფლებები. ის ახსენებს საფრანგეთში მიღებულ 1789 წლის დეკლარაციას, რომელიც ყველაზე სრულია, რადგან შემუშავებულია მთელი კაცობრიობისთვის განურჩევლად ფერისა, ტომისა და სარწმუნოებისა, მაგრამ ის არ არის განურჩევლად სქესისა, რაც აშკარა უსამართლობაა. ქალთა მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება აქვთ ქართველ მენშევიკებსაც და ყველანაირად ხელს უშლიან ქალთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, რაც შეიძლება სანანებლად გაუხდეთ მათ, „რადგან ის, რაც ეპატიებათ მე-18 საუკუნის რევოლუციონერებს, არ ეპატიებათ მე-20 სუკუნის პოლიტიკურ მებრძოლ სოციალისტებს“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6360; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .