საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6361

ფაქტი 6361

1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N14 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა წერილი „ცრუ სახელწოდება“, რომელიც იუწყება, რომ 7 ივლისს ქუთაისში „ქალთა საზოგადოების“ სახელით მოხდა ყულაბებით ფულის შეგროვება. ავტორს აინტერესებს, თუ რომელი საზოგადოებაა ეს და არსებობს თუ არა ზოგადად ქალთა ორგანიზაცია ქუთაისში, გარდა „ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბისა“. თვითმმართველობის დროს ქ. ქუთაისში არსებობდა ე. წ. ქალთა საზოგადოება ქ-ნი ოლღა ქორქაშვილის თაოსნობით, რომელმაც გახსნა ჭრა-კერვის სკოლა, ხოლო დღეს სულს ღაფავდა. ამ საზოგადოების არსებობამ განხეთქილება შეიტანა 20 მარტის საერთო საგანგებო კრებაზე, თვით დემოკრატ ქალთა შორის, რომლის ნაწილი მოითხოვდა ამ ორგანიზაციის გამგეობის ცოდვების განხილვას. 20 მარტს საფუძველი ეყრებოდა „ქალთა საერთო პოლიტიკურ კლუბს“ და შიშობდნენ, რომ ძველი გამგეობის ცოდვილი წევრები არ მოხვედრილიყვნენ ახალ საზოგადოებაში. ამ მოთხოვნამ კრებაზე სრული უთანხმოება გამოიწვია. წერილში მოითხოვენ წლიური კრების დანიშვნას, რომელიც გადაწყვეტდა ამ საზოგადოების ყოფნა-არყოფნის საკითხს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6361; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .