საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6387

ფაქტი 6387

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, სამტრედიაში დაიჭირეს გამომძიებელი კანდელაკი, პორუჩიკი გიორგაძე და ყოფილი ბოქაული ნესტორ გაბუნია. სიმთვრალის დროს გამომძიებლის ბინაში მათ დაიწყეს რევოლვერებიდან სროლა. სამივე დაკავებულს კონტრ-რევოლუციონერობას აბრალებენ. ადგილობრივმა საბჭომ ისინი მეტეხის ციხეში გადაგზავნა, გამოძიება მიმდინარეობს.

წელი:
1917
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ნასამართლეობა
წყარო:
ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 13 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6387; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .