1917 წლის 20 ივლისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ N 15-ის ცნობით, ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის ბიუროში, რომლის ხელმძღვანელი იყო კატო მიქელაძე, 22 ივლისიდან კლუბის წევრთათვის იხსნებოდა პროპაგანდისტ ქალთა კურსები.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 20 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა