1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა ინფორმაცია გაზეთის სასარგებლოდ აგარაკებში ყულაბებით ფულის შეგროვების შესახებ. სურამიდან შემოვიდა 327 მანეთი, შემომწირველები: ნანა პანჯაკიძე, სონია მურმანოვა, ლუბა ჩინჩალაძე, ქეთო მარუაშვილი, ჭელიძე, ხუნდაძე, ნინა მურბანავა, ჯოჯუა, ბერიშვილი, მამინოვი, ბლიაძე. ცაგერიდან შემოვიდა 127 მან. 66 კაპ. შემომწირველები: შალიკო გოგოლაშვილი, იოსებ ფეიქაროვი, საშა ხიტაროვი, მარკველაშვილი, მოშიაშვილი, ლეუშა. ბორჯომიდან შემოვიდა 552 მანეთი. შემომწირველები იყვნენ: კატია ხაზარაძე, ხიტაროვი, ჯანელიძე, ჩერქეზიშვილი, ვალოდია ხაზარაძე, მიქელაძე, დატებოვი, ანტოშა ხაზარაძე, ხუნდაძე, ვარდო ხოშტარია, თამარა ბერიძე, მეძმარიაშვილი, ქ. ჯანელიძე, მოშიაშვილი. რედაქცია „ხმა ქართველი ქალისა“ მადლობას უხდის აღნიშნულ პირებს დახმარებისათვის.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 27 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა