1919 წლის 25 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფოთში ადგილობრივმა მილიციამ შეიპყრო აგენტების დიდი ჯგუფი: დადიანი, რომელიც თავის თავს უწოდებდა „სამეგრელოს ბრწყინვალე მთავარს“, სინსკი, პეტროვი და სხვ. მათ აღმოუჩინეს მიმოწერა მოხალისეთა ჯარის მთავარსარდალთან. ყველა მათგანს საქართველოს საზღვრებიდან გაძევება ემუქრება, გარდა დადიანისა, რომელიც გადაეცემა სასამართლოს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 25 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა