საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6839

ფაქტი 6839

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ცნობით, იმერეთის სამღვდელოებამ დროებით მმართველობას მიმართა თხოვნით, რომ იმერეთიდან კათალიკოზის არჩევნებში მონაწილობის მისაღებად წავა სამასკაციანი დელეგაცია, რომელთათვისაც საჭიროა განსაკუთრებული მატარებელი. სამღვდელოების მმართველობა კომისარს სთხოვს რკინიგზის მმართველობის წინაშე შუამდგომლობას, რომ დელეგაციას დაეთმოს საგანგებო მატარებელი. გუბერნიის კომისარმა გრ. გიორგაძემ უკვე აცნობა რკინიგზის მმართველობას სამღვდელოებისათვის ცალკე მატარებლის დათმობის თაობაზე.

წელი:
1917
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 31 აგვისტო

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6839; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .