1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N20 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გაზეთ „ჟ. ე“-ზე დაყრდნობით წერდა, რომ გამოჩენილი ინგლისელი სუფრაჟისტკა კრისტაბელ პანკჰერსტი ივნისში ესტუმრა რუსეთს თავის თანამშრომელ, ცნობილ მუშა ქალ ანა კენთან ერთად. პანკჰერსტმა სიტყვა წარმოსთქვა მის პატივსაცემად მოწყობილ კრებაზე. ისაუბრა ომზე და იმედი გამოთქვა, რომ რუსი ქალები ხელს შეუწყობენ რუსეთ-ინგლისის კავშირს და შეეწინააღმდეგებიან სეპარატიულ ზავს გერმანიასთან. პანკჰერსტს კავშირის სახელით მიესალმა დ-რი შაბანოვა, ბელგიელი ელჩი და ქალთა განყოფილების უფროსი ბოჩკარიოვა და სხვა.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 24 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა