საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6943

ფაქტი 6943

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N22 კატო მიქელაძე წერს, რომ ქ. ქუთაისში ახალი მთავრობის სრული მმართველობის დროს უამრავი უსამართლობა ხდება ქალის მიმართ. ქუთაისის ქალთა პოლიტიკური კლუბის ბიუროს ეუწყა ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები პელაგია ნარიშელაშვილის შესახებ, რომელიც დაქვრივდა ორი თვის წინ და დარჩა ორი შვილი. მამამთილმა და მაზლებმა მას გამოუცხადეს, რომ დაეტოვებინა ბავშვები და თვითონ წასულიყო სადაც სურდა. ქალი არ დათანხმდა, რის შემდეგ მათ სასამართლოს მიმართეს. მომრიგებელმა მოსამართლემ კი ბავშვებზე მეურვეობა მამამთილს მიანიჭა, ხოლო ქვრივს აუწერეს ყველაფერი და აიძულებდნენ ოჯახიდან გაძევების ოქმისთვის ხელის მოწერას. ამ ფაქტს შეესწრო ქალთა კლუბის წევრი, რომელმაც ხელი არ მოაწერინა უკანონოდ შედგენილ ოქმზე. დაქვრივებულმა დედამ არ იცის როდის წაართმევენ შვილებს. მაგრამ მას ქალთა ორგანიზაციამ უჩვენა გზა, როგორ უნდა იბრძოლოს საკუთარი უფლებებისათვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6943; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .