1917 წლის 14 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 23 ცნობით, 10 სექტემბერს რედაქტორი კატო მიქელაძე მიიწვიეს დაბა სუჯუნაში, სადაც მან წაიკითხა ლექცია ქალთა კავშირების საჭიროებაზე. ლექციის შემდეგ ერთხმად გამოითქვა კავშირის დაარსების სურვილი. აირჩიეს გამგეობა, კავშირის წევრებად მამაკაცებიც ჩაეწერნენ.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 14 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა