საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7178

ფაქტი 7178

1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 25 გამოქვეყნდა ქართველთა სამხედრო კავშირის (ქუთაისის განყოფილება) განცხადება, რომელიც იუწყება, რომ ეს კავშირი მოთავსებულია ვორონცოვის ქუჩაზე, დ. ბახტაძის სახლში, ის არის უპარტიო დაწესებულება და ჩაწერა შეუძლია ყველას, ქართველ მხედრებს, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, სამხედრო ექიმებს და სამხედრო მოხელეებს (არასამხედრო პირებს ჩაწერა შეუძლიათ დამხმარე წევრად). კავშირს აქვს სამკითხველო და იქვე მიიღება შემოწირულობა და წევრად ჩაწერა, ღიაა დილის 8 სთ-დან 2 სთ-მდე, საღამოს 5 სთ-დან 8 სთ-მდე.

წელი:
1917
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 28 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7178; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .