საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7204

ფაქტი 7204

გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 აქვეყნებს საკუთარი კორესპონდენტის (ხელს აწერს - М) ინფორმაციას ინგუშეთიდან: თებერვლის სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ გენერალ ლიახოვის ხიშტებით დამორჩილებულმა ინგუშებმა მათთვის წაყენებული ყველა მოთხოვნის შესრულება აღუთქვეს მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ხელისუფლებას, მაგრამ ინგუშეთს აღარც კონტრიბუციის სრულად გადახდის უნარი შესწევდა და აღარც მოლაშქრეთა გამოყვანა შეეძლო ბოლშევიკებთან საბრძოლველად.

წელი:
1919
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ვოლნი გორეცი (Вольный Горец), 1919 | 8 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7204; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .