საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7205

ფაქტი 7205

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტ М-ის ცნობით, ვინაიდან დენიკინელებს ძალიან სჭირდებოდათ ცოცხალი ძალა, მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ხელისუფლება ცდილობდა ინგუშეთის მმართველის, მალსაგოვისა და მისი ოფიცრების მეშვეობით დაეჩქარებინა ინგუშ მოხალისეთა მობილიზება, მაგრამ – უშედეგოდ. გათიშვის ნაცადმა პოლიტიკამაც ინგუშთა მხოლოდ იმ ნაწილში გაჭრა (კანტიშევო, ბაზორკინო, დალაქო), რომელმაც თებერვლის სისხლიანი დღეების სიმწარე იწვნია: დაშინებულმა და საკუთარი ძალების რწმენადაკარგულმა მოსახლეობამ კარგად იცოდა, რაც ელოდა კაზაკებთან და „დობროარმიასთან“ კონფლიქტის შემთხვევაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7205; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .