საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7206

ფაქტი 7206

1919 წლის „ვოლნი გორეცი“ №1 საკუთარი კორესპონდენტის მიერ ინგუშეთიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ დენიკინელთა მცდელობამ, ადგილობრივი მოლაშქრეების ხარჯზე შეევსოთ მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) შეთხელებული რიგები, მხოლოდ იმ მხარეში გამოიღო შედეგი, სადაც მოსახლეობა დაშინებული იყო თებერვლის სისხლიანი მოვლენებით. ინგუშეთის სხვა კუთხეებში კი თეთრგვარდიელთა პროვოკაციული საქმიანობა უშედეგო აღმოჩნდა: აქ ხალხის კეთილგანწყობა ანტიდენიკინური ძალების მხარეს იყო. ამასთან, ინგუშებმა მტრის გამთიშველი პოლიტიკის საპირწონედ შექმნეს შარიათის პოლკი, ფაქტობრივად, შარიათის სასამართლო, რომელიც რეალურ ხელისუფლებას წარმოადგენდა და რომელმაც ინგუშეთში სანიმუშო მართლწესრიგი დაამყარა.

წელი:
1919
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ვოლნი გორეცი (Вольный Горец), 1919 | 8 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7206; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .