საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7207

ფაქტი 7207

1919 წლის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 აქვეყნებს ინგუშეთიდან მოწოდებულ ინფორმაციას: მას შემდეგ, რაც დენიკინმა ჩრდილოეთშიც გაიმყარა მდგომარეობა და იქაც მოიკრიბა ძალა, სამხარეო ხელისუფლებამ კვლავ მკაცრად მოსთხოვა ინგუშებს მოლაშქრეთა გამოყვანა. ინგუშებმა პირობა დადეს, რომ მობილიზაციის საკითხს სახალხო ყრილობაზე გადაწყვეტდნენ, სწორედ, ყრილობის მუშაობის პერიოდში (ნაზრანში, ივლისის თვეში, ბაირამობის მეოთხე დღეს) დენიკინელ ოფიცერთა და „დობროარმიის“ ადმინისტრაციის ოფიციალურ პასუხისმგებელ პირთაგან შემდგარმა ჯგუფმა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, მობილიზებულად გამოაცხადა და ბესლანში დაუპირა გაგზავნა. ამ ფაქტმა ინგუშთა აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ შარიათის პოლკმა დაკავებულებიც გაათავისუფლებინა და იმასაც მიაღწია, რომ აღნიშნული ინციდენტის მონაწილე ოფიცრებისთვის ერთდღიანი პატიმრობა მიესაჯათ.

წელი:
1919
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ვოლნი გორეცი (Вольный Горец), 1919 | 8 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7207; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .