საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7208

ფაქტი 7208

1919 წლის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ინგუშეთიდან მშვიდობიანი სოფლების დარბევის ამბებზე იუწყებოდა: დენიკინელ მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ნაწილებმა ოსური სოფლის, ოლგინსკის მხრიდან გადალახეს მდინარე კამბილეევკა და საარტილერიო ცეცხლითა და ტყვიამფრქვევთა კონონადით იერიში მიიტანეს სოფელ ნასირ-კორტზე. სოფლის მცხოვრებლებმა დანებების ნიშნად თეთრი ბაირაღი გამოფინეს, მაგრამ რადგან შედეგს ვერ მიაღწიეს, იძულებული გახდნენ, თავი დაეცვათ. ორდღიანი უთანასწორო ბრძოლების შემდეგ დენიკინელებმა დამარცხებულ სოფლელებს მოლაშქრეთა გამოყვანის ულტიმატუმი წაუყენეს და მძევლებად მოხუცები და მოლები აიყვანეს. ამის შემდეგ „დობროარმიის“ ნაწილები სამხრეთით, სხვა სოფლებისკენ დაიძრნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7208; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .