საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7210

ფაქტი 7210

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთმა „ვოლნი გორეცმა“ №1 საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც სოსლანბეკ ბიგაევის რაზმმა დაატრიალა მუსულმან ოსთა სოფელ ზამანყულში: „მართლწესრიგის დამცველმა“ ბიგაევმა შეძლებულ მინზოევთა 28 კომლიან გვარს „ბოლშევიკთა თანაგრძნობის“ ცრუბრალდებით ჯერ მთელი ავლა-დიდება ჩამოართვა, შემდეგ კი სახლები გადაუწვა. უსამართლობით აღშფოთებულმა მინზოევებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს მოძალადეებს და 6 რაზმელი მოკლეს. ბიგაევმა „დამნაშავე“ მინზოევთა გვარის ყველა ქალი დააპატიმრა, მამაკაცები კი ბესლანში გადააგზავნა.

წელი:
1919
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ვოლნი გორეცი (Вольный Горец), 1919 | 8 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7210; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .