საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7335

ფაქტი 7335

1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N26 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავდა ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას. ის ახსენებდა ბ. შომეტს, რომლის „ქათინაურებმა ვერ დააცხრეს მებრძოლი გულისცემა მისი თანამედროვე ქალებისა“, ასევე ფრანგ ფილოსოფოსს შატობრიანს, რომელიც მფარველად გამოუჩნდა ქალებს. ქალებმა დააარსეს თავიანთი კლუბები, ჟურნალ-გაზეთები, დაიწყეს პეტიციების გაგზავნა მეფესთან და კონვენტთან. კონვენტმა შეიმუშავა კოდექსი, რომელიც თანასწორ პირობებში აყენებდა ქალს და მამაკაცს, მაგრამ რევოლუციის უკუშედეგებმა და ნაპოლეონის ეპოქამ გარკვეულწილად ხელი შეუშალა თანასწორობის განვითარებას. დე სტალს აღწერილი ჰქონდა ნაპოლეონის მტრული განწყობილება განათლებული და ნიჭიერი ქალების მიმართ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7335; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .