1848 წელს კონსიდერანს პარლამენტში შეაქვს წინადადება და მოითხოვს ქალთა არჩევნების უფლებას, მაგრამ სხვადასხვა ამბოხებამ და ბრძოლამ ქალთა უფლების მოსარჩლენი აქაც დაამარცხა. ამ პერიოდში ქალებს მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ, მათ წინააღმდეგ გამოდის სენ-სიმონის მოწაფე, გავლენიანი ფილოსოფოსი ოგიუსტ კონტი. თუმცა ქალთა განათლების სასარგებლოდ თვით მამაკაცების მიერ აღიძრა საკითხი, რომელსაც მხარს უჭერენ კარნო, ჟულფერი, ბრონა და სხვანი და აცხადებენ, რომ მონასტრის სკოლები ქალებს ვერ აძლევს სრულყოფილ განათლებას და მე-12 საუკუნის შეხედულებებით ცხოვრებას უნერგავს. მათ ეშინოდათ, რომ მორწმუნე ქალთა გავლენით კვლავ არ აღმდგარიყო მონარქია და ხელიდან არ გამოცლოდათ ქვეყნის მმართველობა.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 12 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა