1880 წელს დაამტკიცეს კანონი ქალთა სამი ტიპის სკოლის დასაარსებლად: პირველდაწყებითი სკოლა, საშუალო სკოლა (ქალთა კოლეჯი) და სამასწავლებლო სემინარია, ამასთანავე მათ გაუღეს უნივერსიტეტის კარიც. თუმცა ფრანგულ უნივერსიტეტში ომის დაწყებამდე უფრო მეტი უცხოელი ქალი მსმენელი იყო, ვიდრე ადგილობრივი, რადგან მიუხედავად ოთხი რევოლუციისა, ძველი ტრადიციები ქალის მიმართ არ შეიცვალა, რასაც საფრანგეთის არეულობებმაც შეუწყო ხელი.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 12 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა