1920 წლის 22 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 20 ივლისს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელსაც ალ. ლომთათიძე თავმჯდომარეობდა, ივ. გომართელის მოხსენებით მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყ-ის წარდგენილი კანონი საპროტეზო განყ-ის შტატის დამტკიცების შესახებ და სხვ. საბოლოო ტექსტები. კრებამ ბანკის გამგეობის მეორე წევრის თანამდებობაზე სამსონ კილაძე დაამტკიცა.

წყარო: ერთობა, 1920 | 22 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა