საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7427

ფაქტი 7427

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N27 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს საფრანგეთის რევოლუციების დროს ქალთა მიმართ მოპყრობის საკითხს. ის ახსენებს „სოციალიზმის ისტორიის" ავტორ ჟ. ჟორესს, რომელიც აღწერს რევოლუციის გმირებს. მას მაგალითად მოჰყავს სავოიის პრინცესა მარია ლუიზა ლამბალის (მეფის სასახლის ჰობერ გოფმეისტერი) დაკითხვის პროცესი, რომელიც შემდეგ სცემეს და სიკვდილით დასაჯეს შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7427; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .