საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7429

ფაქტი 7429

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნა ცნობები ქალთა უფლებების შესახებ. 1776 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მეორე კონტინენტალურ კონგრესს თათბირი ჰქონდა კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ამერიკის პრეზიდენტს მისმა ცოლმა მისწერა წერილი, რომ თუ მომავალი კონსტიტუცია სათანადო ყურადღებას არ მიაქცევდა ქალთა უფლებების საკითხს, ამერიკელ ქალებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მოეწყოთ არეულობა და არ დამორჩილებოდნენ იმ კანონებს, რომლებიც მათ ინტერესებს არ დაიცავდა. მათ შექმნეს ქალთა დიდი მოძრაობა, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა იყო, მოიპოვეს სწავლა-განათლებისა და თანამდებობების მიღების უფლება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7429; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .