1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 „მღვიძარეს“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „ქ. სამტრედია“, რომლის ავტორის ცნობით, 1917 წლის 25 აგვისტოს ქ. სამტრედიაში საფუძველი ჩაეყარა პირველ ქალთა კლუბს, ამორჩეული იქნა ათი ქალი, რომელთაც უნდა ეზრუნათ კლუბის მოწყობისთვის. მამაკაცები ამ წამოწყებას მტრულად შეხვდნენ და ქალთა საქმის ჩაშლას ცდილობდნენ.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 13 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა