საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7485

ფაქტი 7485

1917 წლის 22 ოქტომბერს ქ. თბილისში ქალების უმაღლეს კურსებზე კავკასიის ქალთა საზოგადოების მოწვევით პროფესორმა ჩემოდანოვმა წაიკითხა ლექცია „ქალი და რევოლუცია“, სადაც მან ისაუბრა ქალის როლზე წარსულში, აღნიშნა ის გარემოება, რომ განათლებულ ქვეყანაშიც, საბერძნეთში ქალებისთვის შეკრული იყო გზა ნიჭის განვითარებისთვის, თუმცა ისინი მაინც ახერხებდნენ ასპარეზზე გამოსვლას, მაგ. ასპაზია, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ თავისი დროის ბრძენი და მეცნიერი მამაკაცები. ეკატერინე II-მ ოქროს ხანა შექმნა რუსეთში, ხოლო დედოფალმა ვიქტორიამ – ინგლისში. ლექტორი არ თანაუგრძნობდა ქალთა კავშირებს.

წელი:
1917
პირები:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 20 ნოემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7485; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .