1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 32 გამოქვეყნდა მარიამ ლიშნევსკაიას „ეკონომიკური რეფორმა შეუღლებისა“, გერმანულიდან თარგმნა მ. როგოვიჩმა, რომელშიც ავტორი ლაპარაკობს ბავშვის აღზრდაზე და განსაკუთრებით მისი სოციალიზაციის („სოციალური პედაგოგიკა“) მნიშვნელობაზე (საბავშვო ბაღები, საზოგადო სკოლები და ა. შ.). ის იმოწმებს შმოლერის სიტყვებს: „ყოველი უმაღლესი კულტურა და საზოგადოებრივი განვითარება მიდრეკილია ცენტრალისტური წარმოებისკენ და მათი შეერთებისკენ“. პუბლიკაციაში განხილულია ასევე ქალთა შრომა, რომელიც ოჯახიდან პროფესიაში გადავიდა.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 4 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა