1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, 3 დეკემბერს ქუთაისის საგუბერნიო სასურსათო სამმართველომ მიიღო 3 ვაგონი შაქარი. 4 ვაგონი შაქარი ჩავიდა ფოთში, მაგრამ იქიდან მუშების გაფიცვის გამო გადმოგზავნა ვერ მოხერხდა.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 4 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა