1920 წლის 20 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნ. რამიშვილმა ბათუმში საქართველოს მდგომარეობის შესახებ მოხსენება გააკეთა. აღნიშნა, რომ მთავრობამ მას მიანდო ძველ დაწესებულებათა ლიკვიდაცია და ახალთათვის დირექტივების მიცემა. უპასუხა შეკითხვებს, ბათუმში არს. უცხო სახელმწიფოების საკონსულოების, ნავსადგურში უცხო სახელმწიფოთა სამხედრო გემების, რესპ. სასურსათო მდგომარეობის შესახებ და სხვ.

წყარო: ერთობა, 1920 | 23 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა