საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7628

ფაქტი 7628

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა ალექსანდრა გუნიას წერილი რედაქტორის მიმართ, რომელმაც გამოგზავნა დ. სუჯუნში გაზეთის სასარგებლოდ ქალების მიერ შეგროვებული ფული – 110 მან. 10 კაპ., დ. სუჯუნის ორკლასიანი სასწავლებლის მოწაფეების მიერ შეგროვებული ფული – 116 მან. 40 კაპ. და შემომწირველთა სია: იონა, თებრო, ვამეხ, ვარლამ, ტარიელ, მელიტონ, კირილე ნოდიები, ლუკა, პლატონ და ლუდიკო ხოშტარიები, ლევან ჩოჩია, ნესტორ ბესელია, დათიკო ნასხლეტაშვილი, გაბრიელ და ეფრემ მიხაილაშვილები, ბიბილო გაგუა, სიმონ გაბელაია, მღვდელი ვასილ ხონელიძე, იოსებ ჩაჩავა, კიკო ცხვიტარია, ჯაგუ მიმინოშვილი, იულო ჭანტურია, ნესტორ ზაქარაია, მინა ლოლუა, ებე მეისაია, დიანოს ჯინორიძე, დათა გვაზავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7628; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .