საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7634

ფაქტი 7634

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 გამოქვეყნებულია ამავე წლის 1 ნოემბრის ქ. სამტრედიის საერთო ქალთა წრის გამგეობის დადგენილება ოლია ურუშაძისა და ანიჩკა ახობაძის მოქმედების შესახებ, რომელთაც გაიტაცეს ქალთა კავშირის წევრთა სია, რათა ისინი დაებეზღებინათ პარტიაში. გამგეობის აზრით, 29 ოქტომბრის მათი ქმედება ემუქრება ქალთა წრის არსებობას, რის გამოც გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ საშუალებით ეცხადებათ ზიზღი. თუ აღნიშნული პირები კვლავ განაგრძობენ მსგავს საქციელს, გამგეობა მათ წინააღმდეგ სხვა ზომებს მიმართავს.

წელი:
1917
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ორგანიზაცია
წყარო:
ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 4 დეკემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7634; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .