საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7645

ფაქტი 7645

1918 წლის 23 იანვარს უმაღლესი მთავარსარდლის კრილენკოს მიერ ფოთის, ბათუმის, თბილისის კომისართა სახელებზე გამოგზავნილი ტელეგრამა იუწყება, რომ საზავო მოლაპარაკება დასრულდა. გერმანელმა კაპიტალისტებმა, ბანკირებმა და მემამულეებმა ისეთი პირობები წამოუყენეს რუსეთის დელეგაციას ბრესტში, რომელსაც ისისნი ხელს ვერ მოაწერდნენ. რუსმა დელეგატებმა 28 იანვარს განაცხადეს, რომ რუსეთის რესპუბლიკა უარყოფს ანექსიურ ხელშეკრულებას და თავის მხრივ, მას ომი შეწყვეტილი აქვს. ხელს აწერდნენ: რუსეთის საზავო დელეგაციის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ა. ტროცკი, დელეგაციის წევრები: სახელმწიფო ქონებათა სახალხო კომისარი ა. ბიცენკო, კორელი, იოფე, პოკროვსკი, უკრაინის ც. აღ. კ. მედვედევი, უკრაინის სამხედრო საქმის სახალხო კომისარი შახრაი, დელეგაციის მდივანი კარახანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7645; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .