საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7681

ფაქტი 7681

1918 წლის 31 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 (რედაქტორი კატო მიქელაძე) რედაქციის სახელით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო რომ აღნიშნული გაზეთი რამდენიმე თვის განმავლობაში არ გამოდიოდა. ის დაიბადა რევოლუციის დასაწყისში და მოწმე იყო ისტორიული მოვლენებისა: რუსეთის დაშლა, ამიერკავკასიის სეიმის ჩამოყალიბება-დაშლა, საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადება და ა.შ. სტატიაში ნახსენებია ასევე გაზეთი „ალიონი“, რომელიც გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“ „უდღეურს“ უწოდებდა პუბლიცისტ ი. კვიცარიძის პირით „იმერეთის კანტორიდან“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7681; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .