საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7723

ფაქტი 7723

1920 წლის 18  ივლისის გაზეთ ერთომბაში კ. დინჯაზე წერდა, რომ 11 ივლისს ბორჯომის მილიციის უფროსის თანაშემწის, ვ. დოლიძის ინიციატივით სოფ. ჯობისხევში გაიმართა ჯობისხევის და ლარების მცხოვრებთა კრება, რომლის მიზანი ყაჩაღების წინააღმდეგ ზომების მიღება იყო. მოხსენებით გამოვიდა ბორჯომის ერობის გამგეობის თავმჯდომარე კ. შახნაზაროვი. კრებამ სოფელ ჭისხევთან და დვირთან ახლოს მილიციის პოსტის დაარსება გადაწყვიტა. ამ საქმის ტექნიკური მოწყობა დაევალათ: ვ. დოლიძეს და აწყურის რაიონის მილიციის უფროსს, დადიანს.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ერთობა, 1920 | 18 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7723; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .