1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, თბილისში დაარსდა საპნის ქარხანა, რომელიც ეკუთვნის აკაკი ხოშტარიას. ქარხანა ყოველდღიურად ამზადებს 400 ფუთ უბრალო საპონს. ყველაფერი სასურსათო სამინისტროს ეგზავნება ფუთი 63 მანეთად.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1918 | 31 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა