საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7770

ფაქტი 7770

1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფოთში გაემგზავრნენ რუსეთ-საქართველოს სამხედრო გარანტიათა შერეული კომისიის რწმუნებულები. საქართველოს დელეგაციის მხრიდან პ. კოსტანაშვილი გაიგზავნა და რუსეთიდან – ზარიანი. მათ უნდა დაეთვალიერებინათ საკონცენტრაციო ბანაკი და გაერკვიათ, რომელ დაკავებულს სურდა რუსეთში წასვლა. გაირკვა, რომ 500 დაკავებულიდან მხოლოდ 20-მა შეავსო საანკეტო ფურცელი.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ერთობა, 1920 | 16 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7770; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .