1920 წლის 3 ივლისი „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს ნავსადგურის მუშა-მოსამსახურეთა კავშირისგან მიიღეს მისალოცი დეპეშა ბათუმის შემოერთების გამო, რომელსაც ხელს კავშირის თავმჯდომარე ლევაშკევიჩი აწერდა.

წყარო: ერთობა, 1920 | 3 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა