1919 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საჯირითო მოედანზე, დიდუბეში მოკლეს ინგლისელი ჯარისკაცი და დაჭრეს ანა კონიშევა. სისხლის სამართლის მილიციამ მკვლელობის კვალს მიაგნო. ისინი აღმოჩნდნენ რკინიგზის ბატალიონის ჯარისკაცები ერმილე ბარდაველიძე და ბაგრატ გვენაძე.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 12 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა