საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7936

ფაქტი 7936

1920 წლის 27 ივნისს მეათე უბნის კომისარმა ღონღაძემ და მისმა თანაშემწე შვანგირაძემ დაიჭირეს თავრიზის რკინიგზის უფროსის თანაშემწე კილიატხან კალანტარი, რომელსაც საქართველოდან დიდძალი ოქროს ლირები უნდა გაეტანა. მან აღიარა, რომ ეს ფული ეკუთვნოდა ვაჭარ რახმანოვს, რომელსაც სავაჭრო ჰქონდა თავისუფლების მოედანზე თამამშევის ქარვასლაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7936; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .