საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7946

ფაქტი 7946

1919 წლის 20 თებერვალს გორის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელმა გიორგი დავითის ძე აბულაძემ სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა გაეცათ განკარგულება, რათა იგი ჩაერიცხათ გიმნაზიის ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის შტატის მასწავლებლად. ამასთანავე მისწერა, რომ ამზადებდა გორის გიმნაზიის მოწმობას ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის შტატის თავისუფალი ადგილის შესახებ და დოკუმენტს, რომელიც მიღებული ჰქონდა კიევის უნივერსიტეტიდან. დოკუმენტი წარუდგინეს სამინისტროს. აბულაძემ აღნიშნული დოკუმენტები თან წაიღო. ეს თხოვნა კი გაეგზავნა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7946; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .