საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7947

ფაქტი 7947

1920 წლის 18 თებერვალს გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს მინისტრის მოადგილის იმავე წლის N33 ბრძანება 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან ბუნებისმეტყველების შტატის მასწავლებლად გიორგი დავითის ძე აბულაძის დანიშვნის შესახებ. ამასთანავე გაუგზავნეს მისი პირადი საბუთები NN1526 და 154. ხელს აწერენ დირექტორი ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე, მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მიქაბერიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7947; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .