საქართველოს დემოკრატიული მთავრ. რწმუნებული გრ.ლორთქიფანიძე და საქ-ის რევკომის რწმუნებული მამია ორახელაშვილი 1921 წლის 17 და 18 მარტს შეხვდნენ ერთმანეთს ქუთაისში, რუსეთის სოც. რესპუბლიკის წარმომადგენლის აბელ ენუქიძის თავჯდომარეობით და იმავე რესპუბლიკის მეორე წარმ. ალ. სვანიძის მონაწილეობით შეთანხმდნენ 1) სამხედრო მოქმედება დაუყოვნებლივ შეწყვეტილ იქნას; 2) დემოკრატიული მთავრობა აუქმებს თავის ფრონტს საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ.ათავისუფლებს საქ-ის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც მას უჭირავს და ხელს უწყობს რევკომის განკარგულებაში მყოფ ჯარისკაცების ბათუმის ოლქში შესვლას და ამ ოლქის გარეშე მტრების შემოსევებისგან დასაცავად.

წყარო: კომუნისტი, 1921 | 22 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა