საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8034

ფაქტი 8034

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყებოდა, რომ თბილისის ქალაქის თვითმართველობის სასურსათო განყოფ. გამგე პანიევმა დეპეშათა სააგენტოს წარმომადგენლის შეკითხვაზე, სანოვაგეზე ფასების აწევის მიზეზებთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ეს იყო დროებითი და გამოწვეული ინგლისელების ბათუმიდან წასვლისთვის მზადებით. კომერსანტებმა საქონლის გაზიდვა დაიწყეს, ამიტომ გაძვირდა ვალუტა და საქონელიც. პანიკა შეწყდა, როგორც კი გაიგეს, რომ ბათუმი საქართველოს გადაეცემოდა.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ერთობა, 1920 | 6 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8034; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .